წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალეს მოსახლეობა და სამართალდამცველებს დაუპირისპირდა.
დაპირიპისრება მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივები მათი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების სიახლოვეს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზისა და ანძების მშენებლობას აპროტესტებდნენ.
მოსახლეობამ კომპანია „ენერგოტრანსის“ ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცა, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოსახლეობა სამშენებლო ტერიტორიიდან გაიყვანეს. ამ დროისთვის ადგილზე ხაზებისა და ანძების მშენებლობის სამუშაოები გრძელდება.
აქციის მონაწილეებს წალენჯიხის გამგებლის მოადგილე კახა შეროზია შეხვდა.