კვარიათში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ზღვაში გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ზღვიდან ამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ოთხ დაშავებულს კი დაჟეჟილობა აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.