ქუთაისში ჟურნალისტს სცემეს. შემთხვევა გუშინ ღამით, 22:00 საათზე მოხდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბუბა ჩივაძე საკუთარი ავტომანქანით ავტოქარხნის დასახლებაში მოძრაობდა, როდესაც მას ავტომობილით უცნობი აედევნა.
არსებული ინფორმაციით, შუქნიშანთან თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა და ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა.
„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა ჯერ მანქანაზე შუშა ჩამილეწა, შემდეგ კი ფიზიკურად გამისწორდა. მაგინებდა და მუცელში მირტყამდა. ნიღაბი არ ეკეთა, მაგრამ ვერ ვიცანი",-განაცხადა დაზარალებულმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.