ჩაქვში 17 წლის გოგონა ზღვაში დაიხრჩო.
შემთხვევა დაბა ჩაქვში, მდინარე ჩაქვისწყალსა და ზღვის შესართავთან მოხდა.
როგორც ირკვევა, და-ძმა მდინარეში ბანაობდა, რა დროსაც მდინარის დინებმა მოზარდები ზღვაში გაიყოლა.
8 წლის ბიჭი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს, გოგონა კი დაიხრჩო.
გარდაცვლილი პროზექტურაშია გადასვენებული.