მარნეულის მუნიციპალიტეტში უცნობმა პირებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დააზიანეს.
დამტვრეულია ტაძრის ფანჯრები ეზოს ელექტროგანათება.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინამძღოლის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო.
შემთხვევის ადგილზე დღეს იმყოფებოდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს სპეციალისტი იოსებ ნაგლაძე, რომელიც აცხადებს, რომ ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და გამოძების დაწყებას ითხოვს.