აფხაზეთში სახელმწიფო ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური გააუქმეს. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის მთავარმა მეტეოროლოგმა ლევარდ ბარციცმა სააგენტო აფხაზ-ინფორმს განუცხადა.
„სამწუხაროა, რომ ასეთი რამ მოხდა. როგორც ჩანს, სახელმწიფომ განსაზღვრა, რამდენად სჭირდება მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია და ჩვენი შიდა წყლების პრობლემების შესწავლა,“-აღნიშნა ბარციცმა.