მწერალ ოთარ ჭილაძის სამოქალაქო პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის კანცელარიაში განუცხადეს, მიხეილ სააკაშვილი 12:00 საათისთვის სამების საკათერდო ტაძარში მივლა, სადაც ქართველი კლასიკოსია დასვენებული.
შეგახსენებთ, რომ ოთარ ჭილაძეს დღეს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. მისი ცხედარი გუშინ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი 15:00 საათამდე გაგრძელდება.
ოთარ ჭილაძე 76 წლის ასაკში, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით 1-ელ ოქტომბერს გარდაიცვალა.