დუშეთის რაიონში გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზა გაკეთდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ გივი ამირხანაშვილმა განუცხადა.
"სტიქიის ადგილზე გეოლოგების ჯგუფი უკვე მუშაობს და მათი პოზიცია დღის ბოლოს გვეცოდინება. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, საავტომობილო გზა რომელიც ხეობის სოფლებს დანარჩენ რაიონთან აკავშირებდა აღდგენას არ დაექვემდებარება და საჭირო გახდება ახალი შემოვლითი გზის გაყვანა დასახლების 3 კილომეტრზე", - აღნიშნა ამირხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ მაქაცაში ჩამოწოლილმა მეწყერმა მთავარი საავტომობილო გზა დააზიანა, რის გამოც 19 სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.