"თბილავიამშენში" საკადრო ცვლილებები იგეგმება. კომპანიაში დაგეგმილია სპეციალური თათბირი, რომელზეც კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, "თბილავიამშენის" დირექტორის პოსტზე პანტიკო თორდიას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაშაკიძე ჩაანაცვლებს.
სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" თავად ნიკა ვაშაკიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან "თბილავიამშენის" დირექტორად დანიშვნის თაობაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ვაშაკიძეს მინიჭებული აქვს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. არის ასევე სახელმწიფო მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, არის ასევე ოთხმოცი სამეცნიერო შრომის ავტორი.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი; ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი.
ვაშაკიძეს ბიზნესის მიმართულებითაც გარკვეული სამუშაო გამოცდილება გააჩნია. ნიკა ვაშაკიძე 2008-2009 საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ბიზნესის განვითარების დირექტორად მუშაობდა.