გორის შემოსასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება.