გურჯაანში მსუბუქი მანქანა აფეთქდა.
შემთხვევა კურორტ ახტალას მიმდინარე ტერიტორიაზე მოხდა.
"იმედის" ინფორმაციით, "გოლფი"-ის მარკის ავტომობილს ცეცხლი იმ დროს გაუჩნდა, როდესაც მანქანაში მძღოლი და ერთი მგზავრი იმყოფებოდა.
მათ გადმოსვლა დროულად მოახერხეს. შეთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურება გულისხმობს.