ფოთში, აგრარულ ბაზართან გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ დღეს დახლები აღებული დახვდათ, რის გამოც ბაზრისკენ მისასვლელი გზა გადაკეტს და ქალაქის მერთან, ასევე ბაზრის ადმინისტრაციასთან შეხვედრა მოითხოვეს.
ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოვაჭრეებს სანაცვლოდ აგრარულ ბაზარში შესვლა შესთავაზეს, რაზეც მოვაჭრეებმა უარი თქვეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა, ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.