ბათუმში, ვარდების სკვერში, 60-წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "აჭარა" ავრცელებს.
თვითმხილველებისა და სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტების თანამშრომლების თმით, მამაკაცს ხშირად ხედავდნენ, თუმცა მას არ იცნობდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასრაფო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟები. მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც. მედიკოსებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ცნობით, მამაკაცს პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.