ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც ირკვევა, ტრაილერი და „ოპელის“ მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.