უშგულის მოსახლეობა XIV-XV საუკუნეების მურყვანის - სვანური კოშკისა და საცხოვრისის - მაჩუბის ჩამონგრევის ფაქტს აპროტესტებს.
აქციის მონაწილეებმა მესტია-უშგულის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაც გადაკეტეს, თუმცა ცოტა ხნის წინ გზა გაიხსნა.
აქციის მონაწილეების თქმით, უშგულში არსებული 35 კოშკიდან ერთი უკვე დაინგრა და თუ შესაბამისი უწყებები დროულად არ მიხედავენ, 3-4 წელიწადში ყველა დაინგრევა.
როგორც უშგულელები ამბობენ, კოშკების აღდგენა- რესტავრაციის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს კულტურის სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ. ისინი ითხოვენ, სახელმწიფომ მიხედოს კოშკებს, ან საგვარეულო კოშკების მეპატრონეებს მათი მოვლის ნება დართონ .
შეგახსენებთ, რომ ჩარკვიანების საგვარეულო კოშკი და საცხოვრისი გუშინ საღამოს დაინგრა.