პედაგოგები, სოფლის ექიმები, თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები და სასულიერო პირები სარეზერვო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან. ამ საკითხს "სარეზერვო სამსახურის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს. აღნიშნული კატეგორიის პირები კანონპროექტში აღარ არიან იმ ნუსხაში, რომლებიც სარეზერვო სამსახურში გაწვევისგან არიან გათავისუფლებულნი.
მოქმედი კანონმდებლობით, ამ კეტეგორიის პირების სარეზერვო სამსახურში გაწვევა არ შეიძლება. ამ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი სამსონ ქუთათელაძე განმარტავს, რომ აღნიშნული პირების ამოღება ხდება იმ არგუმენტით, რომ შეუსაბამო არ იყოს სხვა კანონდებთან მიმართებაში. კონკრეტულად, საუბარია სასულიერო პირებზე, ვინაიდან სასულიერო პირები კაპრალის სამსაუხრში არიან და სამშვიდობო მისიებშიც იღებენ მონაწილეობას. ქუთათელაძე მიიჩნევს, რომ მათ შეიძლება სურვილი გაუჩნდეთ, გაიარონ სარეზერვო სამსახური და მათ ამის უფლება შეზღუდული არ უნდა ჰქონდეთ. თუმცა იგი კატეგორიულად გამორიცხავს იმას, რომ სასულიერო პირების გაწვევა სავალდებულო იყოს.
რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიებს, ქუთათელაძე განმარტავს, რომ აღნიშნულ პირებსაც ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ სარეზევო სამსაუხური და მათი გაწვევის საკითხი განისაზღვრება საჭიროების მიხედვით.