ახალციხის მუნიციპალიტეტში, ვალეში უხვმა ნალექმა კარტოფილის ნათესები და კომბოსტოს ნერგები დატბორა.
ადგილობრივების თქმით, ვალეში მხოლოდ წვიმა იყო, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობას ნათესები აქვს, იქ წვიმასთან ერთად სეტყვაც იყო, რამაც კარტოფილის და ბოსტნეულის ნათესები დააზიანა.
სეტყვა საღამოს, დაახლოებით 16:30 საათზე დაიწყო.