ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის შენობაში სროლის ხმა ისმოდა. ინციდენტი ე.წ. ,,აფხაზი ხალხის სამამულო ომის ინვალიდების ფონდის“ თავმჯდომარის კაბინეტთან მოხდა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლა დილის საათებში ე.წ. ფონდის თავმჯდომარის, ბადრი აგრბას კაბინეტთან მოხდა.
ინციდენტის მონაწილეთა ვინაობა არ სახელდება. უცნობია მომხდარის სხვა დეტალებიც