სტუდენტებს, რომლებმაც 2007-2008 წლებში სარეზერვო სამსახური გაიარეს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. ამ პრინციპს "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს.
კანონპროექტში განსაზღვრულია, რომ პირი რომელსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილი არ აქვს, მაგრამ აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტობის პერიოდში ერთხელ მაინც გაიარა სამხედრო სარეზერვო შეკრება, 2007-08 წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
ამასთან ასეთ პირებს მიენიჭებათ რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხებიან რეზერვში.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს დღეს მქომედი კანონი ცოტა განსხვავებულად არგულირებს. მომქმედი ნორმით, აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა ერთჯერადად არის სავალდებულო, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირები საკუთარი სურვილით გაივლიან სარეზერვო სამსახურის დამატებით კიდევ ორ ვადას, მათ სამხედრო ვალდებულება მოხდილად ჩაეთვლებათ და 27 წლის ასაკის მიღწევამდე ჩაირიცხებიან ინდივიდუალურ რეზერვში.