სექტემბერში სიღნაღი ნიკო გომელაურის საღამოს უმასპინძლებს. როგორც პროექტის ორგანიზატორები განმარტავენ, პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო კონკურსის ტიპის იქნება, სადაც მონაწილეობას ის ბავშვები მიიღებენ, რომელთაც სურვილი აქვთ საკუთარი ლექსები ნიკო გომელაურს მიუძღვნან.
პოექტის სხოვნისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ნიკო გომელაურის მეგორები, რომელიც გარდაცვლილი პოეტის ლექსებს წაიკითხავენ.
ნიკო გომელაურის სარამოს ორგანიზატორები არიან კურიზმის დეპარტამენტი და თავად გარდაცვლილი პოეტის მეუღლე ნინო ჩოდრიშვილი
შეგახსენებთ, რომ ნიკო გომელაური 13 აპრილის, 40 წლის ასაკში, ხანგძლივი ავადმყოფობის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაიცვალა. იგი ფილტვის სიმსივნით იყო დაავადებული. გომელაური 1970 წელს თბილისში დაიბადა. 1992 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის და თავისუფალი თეატრის მსახიობი კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი იყო.
2001 წელს მან ლექსების პირველი კრებული გამოუშვა, სულ კი ლექსების ოთხი კრებული აქვს გამოშვებული