ეს არის ყველაზე მთავარი, ჩვენმა ერმა, ქართველმა ხალხმა შეძლოს კონსოლიდაცია, ერთად დგომა, ერთმანეთის მეტი სიყვარული და ჩვენი ქვეყნის წინ წაწევა, სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღე ყველაზე მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრერემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილი თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში განაცხადა.
პრემიერმა თერჯოლის მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ გამართული ინფრასტრუქტურა, აღორძინებული ადგილობრივი ტრადიციული წარმოებები და მომზადებული ადამიანები და ამ ყველაფერთან ერთად ადამიანების განწყობა და სიყვარული ერთმანეთის არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს.
კვირიკაშვილმა ინფრასტრუქტურული სივრცითი განვითარების პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მოიცავს ყველა სოფელს და გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ყველა წერტილში ადვილი უნდა იყოს მისვლა და უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ის ძირითადი მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს.
"რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებით, ყველაზე მთავარი მაინც ერთი რამ არის - ადამიანების განწყობა და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ამას ვხედავ დღეს მე ზედა სიმონეთში და ეს არის ყველაზე მთავარი, ჩვენმა ერმა, ქართველმა ხალხმა შეძლოს კონსოლიდაცია, ერთად დგომა, ერთმანეთის მეტი სიყვარული და ჩვენი ქვეყნის წინ წაწევა. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღე ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია დახარჯული თანხები და ინფრასტრუქტურის განვითარება , მაგრამ ჩვენ ადამიანების გულები თუ არ გავაერთიანეთ, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. სწორედ ამიტომ გილოცავთ დღევანდელ დღეს. გამართული ინფრასტრუქტურა, აღორძინებული ადგილობრივი ტრადიციული წარმოებები და მომზადებული ადამიანები და ამ ყველაფერთან ერთად ადამიანების განწყობა და სიყვარული ერთმანეთის არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ და სწორედ ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი.
საქართველოს ინფრასტრუქტურული სივრცითი განვითარების პროგრამა მოიცავს ყველა რეგიონს, ყველა სოფელს და გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ყველა წერტილში ადვილი უნდა იყოს მისვლა და უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ის ძირითადი მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს. იმერეთს გააჩნია განსაკუთრებული შესაძლებლობა ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მისი გამორჩეული ადამიანებით და რა თქმა უნდა, გეოგრაფიული მდებარეობით. ის არის დამაკავშირეებელი აღმოსავლეთის და დასავლეთის და ჩრდილოეთის და სამხრეთის. სწორედ ამიტომ, ქუთაისი ყალიბდება, როგორც ცენტრი საქართველოსი, საიდანაც საქართველოს ნებისმიერ წერტილში ძალიან მარტივი იქნება მისვლა. ეს რა თქმა უნდა, გულისხმობს ყველა ადგილას, მათ შორის ამ ულამაზეს ადგილას ტურიზმის შესაძლებლობის განვითარებას, რაც თავისთავად ნიშნავს საქართველოს ყველა ოჯახში უფრო მეტ შემოსავალს და უფრო წელმაგარ, წელგამართულ ქართულ ოჯახს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ სწრაფად ვახორციელებთ ამ პროგრამას”, - განცახადა პრემიერმა.