შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდება.
არსებული ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების - ცერონისის, ავლევის, თამარაშენის და კნოლევის მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ავლევის საჯარო სკოლაში გაიმართება.
ავლევის სკოლაში გაიმართება ასევე უფასო სამედიცინო აქცია. აქციის ფარგლებში მოსახლეობას ჩაუტარდება C ჰეპატიტის სკრინინგი, მოსახლეობას სხვადასხვა პროფილის ექიმები გასინჯავენ და პირველადი მოხმარების მედიკამენტებს გადასცემენ.
ავლევს სახელმწიფო მინისტრთან ერთად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ესტუმრება.