ბათუმში, საოცრებათა მოედანზე, “ეშმაკის ბორბალიდან” შუა ხნის მამაკაცი გადავარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, მამაკაცმა თავი მოიკლა, რადგან, თბითმხილველების განცხადებით, "ეშმაკის ბორბალის" კაბინაში მყოფი "ქანაობდა".
თუმცა, მეორე ვერსიით, ის ცუდად გახდა და ამიტომ გადავრდა.
თვითმხილველები ასევე ამბობენ, რომ მამაკაცი უკვე მეორე დღეა აღნიშნულ ტერიტორიას აკითხავდა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული.