თელავი-ბაკურციხის მთავარ მაგისტრალზე BMW-ს მარკის ავტომობილი მიკროავტობუს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამარშუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.