ბაგრატის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის დარბაზში წყალი ჟონავს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს და დასძენს, რომ აღნიშნულის მიზეზი 2012 წელს სარეაბილიტაციო პროცესის დროს დაშვებული სამშენებლო ხარვეზებია.
სააგენტოს განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„აღმოჩნდა, რომ წვიმის დროს, გუმბათის თითქმის ყველა სარკმლზე გაჩენილი ღიობებიდან ნალექი ტაძრის ინტერიერში შედის და კედლებს აზიანებს. გუმბათის ყელის შიდა სეგმენტებზე თვალნათივ ჩანს წყლის ლაქები. სპეციალისტების დასკვნით, გაჩენილი ხარვეზების მიზეზი, სარეაბილიტაციო პროცესის ნაჩქარევად განხორციელებაა, რომლის დროსაც ტაძრის გუმბათზე გამოუმშრალი ხის მასალის სარკმელები დამონტაჟდა. კიდევ უფრო სერიოზულია დაზიანებების კვალი ტაძრის ახალ მინაშენზე, სადაც ახლად წარმოქმნილი ღიობებიდან ნადენი ნალექის ლაქები შედარებით უფრო დიდ ფართობებზეა გამოვლენილი“, - ნათქვამია განცხადებაში.