ქუთაისში, ბუხაიძის გამზირზე, მოსახლეობამ საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარის მშენებლობა გააპროტესტა.
ერთმანეთს ფიზიკურად კაფე „ფლამინგოს“ ერთ-ერთი მეპატრონე და მოსახლეობა დაუპირისპიირდნენ.
ბარის კონსტრუქციისთვის საჭირო მასალები მეპატრონეებმა, დაახლოებით, დილის 7 საათზე მიიტანეს, რის შემდეგაც ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ სკვერის ტერიტორიაზე მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან კაფეს აშენების შემთხვევაში ბავშვებს თამაში ცენტრალურ გზაზე მოუწევთ.
ობიექტის მეპატრონეები კი ამტკიცებენ, რომ ქალაქის მერიამ მშენებლობის ნებართვა მისცათ.
მოსახლეობის პროტესტის შედეგად, კაფე-ბარის სამშენებლო მასალები მეპატრონეებმა უკან წაიღეს.