დღეს, 29 ივნისს, 14:00 საათზე, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდება ღონისძიება, რომელზედაც განხილული იქნება სამუსიკო განათლებაში კულტურის სამინისტროს მიერ რეფორმის დაწყება.
რეფორმა შემდეგ პუნქტებს ითვალისწინებს: თერთმეტწლიანი სამუსიკო სკოლების დაარსება თელავსა და რუსთავში; გორის უმაღლესი სამუსიკო პროფესიული კოლეჯის გახსნა; კონსერვატორიის მიერ თერთმეტწლიანი სამუსიკო სემინარიის დაარსება და სამუსიკო სასწავლო პროგრამებისა და სტანდარტების გეგმების დამტკიცება, რომლითაც საქართველოში არსებული თერთმეტწლიანი სამუსიკო სკოლები იხელმძღვანელებენ.
ღონისძიებას დაესწრება კონსერვატორიის რექტორი მანანა დოიჯაშვილი, რექტორის მოადგილე მანანა ანდრიაძე და თერთმეტწლიანი სამუსიკო სკოლების პროგრამებსა და სტანდარტებზე მომუშავე ჯგუფი.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან თელავის, ქუთაისის, ბათუმის, თბილისის #2 ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისა და კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სემინარიის დირექტორები და პედაგოგები.