დღეს, 29 ივნისს, 20:30 საათზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კინოტელეფაკულტეტის დიპლომების ღია დაცვა. ნაჩვენები იქნება 8 სადიპლომო ნამუშევარი - 4 მხატვრული და 4 ანიმაციური ფილმი.
ღონისძიების მიზანია, საზოგადოებამ ნახოს რეჟისორთა მომავალი თაობის სტუდენტური, სადიპლომო ფილმები და თავად შეაფასოს, ქართული კინემატოგრაფის მომავალის შესაძლებლობები და პერსპექტივები.
სადიპლომო ფილმების წარმოება ეროვნული კინოცენტრის, დუტა პროდაქშენის,
სინეტექის და დამოუკიდებელი კინოპროექტის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების სრულყოფილი წარმოება პროფესიონალების და სტუდენტების ურთიერთთანამშრომლობით შედგა.
პროექტის მხარდამჭერები არიან კომპანიები "ავერსი", "წყალი მარგებელი", "ყავა პელე" და "XL". ასევე, ქალაქ თბილისის მერია.