რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად სკოლის ერთი მოსწავლე მეორეს.
გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშრებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა ქვემო ქართლის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოხდა.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
ინციდენტში მონაწილე ორივე გოგონა არასრულწლოვანია.