ხობში საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა.
წყლის დონე იმდენად მაღალია მოსახლეობა სახლებში ვერ შედის.
ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები.
ადგილობრივების განცხადებით, სახლების უკან დამბაა, რომელიც ვერ ატარებს წყალს. ისინი დახმარებას ხელისუფლებისაგან ითხოვენ.პრობლემებია ასევე ხობის რაიონის რამდენიმე სოფელში, სადაც ადიდებულმა მდინარე ხობმა კალაპოტიდან გადავიდა.