ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარვანში 43 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
ის გუშინ გვიან ღამით, ადიდებულ მდინარე ტილიანაში ჩავარდა.
როგორც თანასოფლელებმა განაცხადეს, მდინარემ ძროხა წაიღო, მან კი ძროხის გადარჩენა სცადა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულმა წყალმა წაიღო.
ამასთანავე, ადიდებულმა მდინარემ სოფელ ნარვანაში ორი საფეხმავლო ხიდი წაიღო.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.