სოფელ ცოცხნარში დაკარგული მწყემსი გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა განაცხადა, 43 წლის ვასილ ღონღაძე ადიდებულ მდინარე სურამულაში ჩავარდა, მისი ცხედარი სოფელ ქენდერში აღმოაჩინეს. იგი უკვე საკუთარ სახლშია გადასვენებული.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში გვიან ღამით, დაახლოებით 23:00 საათისთვის ჩავარდა. მის სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ჩართული იყო.