მცხეთასთან ახლოს ავტომანქანა დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე საპატრულო პოლიციასთან ერთად, მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს.
როგორც ირკვევა, ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი დაშავდა. დაზარალებულებს მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.