გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის მოსახლეობის ნაწილი ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს.
ისინი ხელისუფლებას ალტერნატიული ფართის გამოყოფისკენ მოუწოდებს.
მათი განცხადებით, სოფლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება, რომელიც გარემოს დააბინძურებს და მოსახლეობაში დაავადებები გავრცელდება.
ისინი, შესაბამამისი წესით, გარემოს დაცვის სამინისტროს უკვე მიმართეს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
ადგილობრივების პრეტენზიებს სოფლის რწმუნებული გამოეხმაურა და მათ ბრალდებებს აბსურდი უწოდა.