ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა. სეტყვამ განსაკუთრებული ზიანი საგარეჯოს რაიონს მიაყენა.
ადგილობრივების ცნობით, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სეტყვა საგარეჯოსა და მის მიმდებარე სოფლებში.
არსებული ინფორმაციით, სეტყვის შედეგად განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ გიორგიწმინდას. ამ დროის მონაცემებით, განადგურებულია სახნავ-სათესები და ვენახები.
ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა.