ხონში, ჭანტურიას ქუჩის მცხოვრებლები მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობას ეწინააღმდგებიან.
მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნული სადგური საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივებს.
მათივე განცხადებით, თუ სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება, ისინი ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ და გზას გადაკეტავენ.
"ობიექტი ძალიან ახლოსაა სახლებთან, იგი დასახლებულ პუნქტშია და მიგვაჩნია, რომ ნორმები არ არის დაცული. ადრე ამ ადგილზე გაზის ბალონო აფეთქდა და ნამსხვრევები ჩემს სახლში ჩამოცვივდა. ამიტომ გვეშინია, რადგან აფეთქების საფრთხეცაა და საშინელი სუნი დადგება", - განაცხადეს ადგილობრივებმა.