ლომისობის დღესასწაულზე, მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელ გზაზე, რთული რელიეფის გამო, 20-მდე ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მათ სხვადასხვა დაზიანება აქვთ მიღებული.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან, ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, ადგილზე დილიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 65 მაშველი მუშაობს.