დუშეთის რაიონში, სოფელ გრემისხევში, ბურღულთან ახლოს საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.
ნუკრი თვაური, აკაკი პაპუკაშვილი, ზაურ გიგაური და ზურაბ გედევანიშვილი ცხინვალის მილიციის იზოლატორში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლება“ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება.
4 პირის დაკავებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.