ოკუპანტებმა თბილისის მკვიდრი გაიტაცეს. ჯუმბერ ბექაური სოფელ არბოში ბიძასთან იყო ჩასული და სოფლის მახლობლად დააკავეს. დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით.
გუშინ, ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ ბერშუეთის მკვიდრი 35 წლის მიხეილ ბიძინაშვილი გაიტაცეს.