საქართველოს საპატრიარქოს 3 045 300 ლარის ღირებულების ბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა გადაეცა.
კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეწარმეო სახლის გახსნის მიზნით ობიექტის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემას გურჯაანის საკრებულოში დღეს უყარეს კენჭი და გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
ბაკურციხის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია, რომელზეც 2 მილიონ ლარზე დაიხარჯა, ხელისუფლებისა და „მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით განხორციელდა.