დღეს, 4 ოტომბერს, ქუთაისში, ‘'ტორპედოს'' სტადიონთან გაერთიანებული პროფკავშირის ორგანიზებით 300-მდე მძღოლი საპროტესტო გამართავს აქციას ლოზუნგით - ‘'შორს ხელები მძღოლების ჯიბეებიდან''. აქციის მონაწილეთა სოლიდარობის ნიშნად ქუთაისში ჩასვლას მძღოლები სხვადასხვა რაიონებიდანაც გეგმავენ. პროფკავშირის წარმოამდგენლები ტენდენციურობაში ადანაშაულებენ ქუთაისის ტრანსპორტის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სამარშრუტო ფირმას ლობირებს.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ქუთაისის მუნიციპალიტეტი პროფკავშირების დახმარებით შექმნილ ფირმას, რომელშიც მძღოლების დიდი ნაწილია გაერთინებული, ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლებას არ აძლევს.
პროფკავშირის წარმომადგენელთა თქმით, ქუთაისის მერია არ ასრულებს ამ მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის შეთანხმების არც ერთ მუხლს. ადგილობრივი მმართველობის გადაწყვეტილებით გაუქმდა 'ერთ-ერთი მარშრუტი, რომელიც არ უნდა გაუქმებულიყო.
მათივე თქმით, ქუთაისის მერიამ, ასევე, პროფკავშირების წარმომადგენელი სრულუფლებიანი წევრის სტატუსით სატენდერო კომისიაში არ შეიყვანა. ხარვეზებია ნებართვების გაცემის წესშიც.