საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის თქმით, "ექსპო ჯორჯიაში" ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს.
"პროტოკოლის სტანდარტები არის დარღვეული. პროტოკოლი არის, როდესაც კონკრეტული საელჩო გეგმავს ღონისძიებას, მათ უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე. რადგან ეს პროტოკოლი დაარღვიეს და გააგრძელეს ის საბჭოური მიდგომა, რომელსაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები, დაირღვა პროტოკოლი, შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით იქ" - თქვა კობახიძემ.
თბილისში ევროპის დღესთან დაკავშირებით ექსპო ჯორჯიაში ღონისძიებებია დაგეგმილი. ღონისძიებაზე შეკრებილებს ქართულ ენაზე მიმართა ევროკავსირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.