გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში ავტოსაგზაო შემთხვევას 80 წლის ქალი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ქალს ავტომობილი გზის გადაკვეთისას, საკუთარ სახლთან დაეჯახა.
მძღოლი ამავე სოფელში მცხოვრები ახალგაზრდაა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.