აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციებს დაესწრო. ხულოს ცენტრში დასუფთავებისპროექტის გაცნობის შემდეგ, ზურაბ პატარაძე სხალთის ხეობას ეწვია, სადაც აჭარისმთავრობის, დეპუტატების და ხულოს მუნიციპალიტეტის წევრებთან ერთად განახლებულიკ ულტურის სახლი გახსნა. სხალთის კულტურის სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის 2016 წლის პრიორიტეტული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოებისთვის 159 157 ლარი იყო გამოყოფილი. კულტურის სახლში შეკრებულ საზოგადოებას ზურაბ პატარაძე მიესალმა და მთავრობის მიერ მაღალმთიანი აჭარის განვითარების გეგმის შესახებ ესაუბრა.
როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რეგიონის ხელისუფლებისთვის მთა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, მთის კურორტებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით.დაგეგმილია ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება, რომლებიც მოიცავს როგორც ახალი სკოლების, ბაღების, ლოჯისტიკური ცენტრების, ისე გზების მშენებლობას.
დღესვე, ზურაბ პატარაძე სხალთაში მდებარე შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრადა მუზეუმის ის ექსპონატები დაათვალიერა, რომელიც შერიფ ხიმშიაშვილის შთამომავლებმა 2002 წელს უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.