1 ივნისს, 14.30 საათზე, ეკონომიკის სამინისტროში (თბილისი, ჭოველიძის 10 ა, მე-9 სართული) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგის თემა იქნება: ევროპული აკრედიტაციის ( EA) გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარება, რომელიც მოიცავს ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ აკრედიტაციებს შემდეგ სფეროებში: გამოცდები და დაკალიბრება, პროდუქტის სერტიფიკაცია, პერსონალის სერტიფიკაცია და ინსპექტირება.