გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ახალშენში ახალშობილი შველი იპოვეს.
"ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 4-5 დღის შველი ნახეს. შველს არ აღენიშნებოდა არავითარი დაზიანება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალშობილი შველი ბათუმიდან თბილისში ჩამოიყვანეს და ზოოპარკს მიაბარეს", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.