დიდთოვლობის გამო დაზიანებული გზების აღსადგენად ხევსურეთისა და ფშავის სოფლებში დღეს დამატებით სპეცტექნიკას შეიყვანენ.
სპეციალისტები ხევსურეთში სამუშაოების დასაწყებად მდინარე კასრისხევის დონის დაწევას ელოდებიან. ადიდებულმა მდინარემ სოფელ კასრისხევთან დამაკვშირებელი ხიდიც დაანგრია. სოფელი უშუქოდაცაა დარჩენილი.
ზემო და ქვემო კასრისხევში 30 ოჯახთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
რთული ვითარებაა ფშავშიც. სამანქანო გზა აქაც მთლიანად ჩახერგილია. რამდენიმე სოფელში ელექტროენერგიაც გამოირთო.