ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში სამ სხვადასხვა ლოკაციაზე კულტურული და სპორტული ღონისძიებები ჩატარდა. წმიდა გიორგის სახელობისეკლესიაში საყოველთაო წირვა მამა ექვთიმემ აღავლინა. ყულიშკარში დამოუკიდებლობის დღესთან ერთად „ყულიშკარობა" აღინიშნა, რომელსაც საფუძველი 2015წელს ჩაეყარა.
ადგილობრივებს დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, საკრებულოსთავმჯდომარე მაიზერ ნანავამ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მიულოცეს.
„ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლოს დღეს, ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს, ვუსურვებ ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრებას" - აღნიშნალაშა გოგიამ.
საზეიმო ვითარებაში გაიმართა წარმატებული სპორსმენების დაჯილდოება. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, ა(ა)იპ კულტურის ცენტრ „ოდიშის" შემოქმედებითიჯგუფების მონაწილეობით კონცერტით დასრულდა.