ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა დე ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრად დიმიტრი მედოევი დანიშნა.
მედოევს განათლება რუსეთში აქვს მიღებული. 2002-2008 წლებში იგი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველის პოსტს იკავებდა. 2008 წლიდან 2015 წლამდე კი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ელჩი იყო რუსეთში.