საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას პატრონაჟით, დღეს, ქალაქ ოზურგეთში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მშობელთა თემის მობილიზებას და გაძლიერებას ეხება.
პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლისმიზანი საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთამშობლების გაძლიერებისა და მხარდაჭერისათვის მათთან საინფორმაციო შეხვედრებისორგანიზებაა.
პროექტი ექვსთვიანია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებისა და კოალიციის„მოძრაობა ცვლილებებისთვის" ორგანიზებით ხორციელდება.
საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას მონაწილეობით დღეს პირველი საინფორმაციოშეხვედრა ქალაქ ოზურგეთში გაიმართა.
შეხვედრისას ქვეყნის პირველმა ლედიმ ყურადღება მშობელთა თემის გაძლიერებისაუცილებლობაზე გაამახვილა. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებში მცხოვრებ მშობელთააქტიურობის მნიშვნელობას დაეთმო.
პირველმა ლედიმ იმ პოზიტიური ცვლილებების შესახებაც ისაუბრა, რომელიც მშობელთააქტიურობის შედეგად, შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმის დაძლევისა და სერვისებისგაფართოების თვალსაზრისით განხორციელდა.
„დედების თემი ყველაზე ძლიერი თემია იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს ყველაზე კარგადგაუწიონ დახმარება და საზოგადოებასაც უფრო ზუსტად განუმარტონ, რა არის ამ ბავშვებისთვისსაჭირო, რომ მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია და სოციალიზაცია მოხდეს.
დედებმა მიაღწიეს იმას, რომ დღეს დედაქალაქში არა ერთი დღის ცენტრი გვაქვს. ასევე გვაქვს იმისშესაძლებლობა, რომ ბავშვებს სხვადსხვა სერვისების საშუალებით დაბადებიდანვე მივცეთ ისგანათლება, რაც მათ შემდგომ გამოადგებათ სრულწლოვან ასაკში.
მაგრამ, ეს არ არის საკმარისი. მე შევიტყვე დედებისგან, რომ შესაძლებელია გასვლა რეგიონში დაასეთი ტიპის დისკუსიებში ჩართვა. იმისათვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენიგამოცდილება",- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
პროექტის ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთამშობლებთან საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში -ხელვაჩაურში, ჭიათურაში, საჩხერეში, ბოლნისსა და საგარეჯოში გაიმართება, რომლებსაცსაქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ასევე დაესწრება.
დღესვე მაკა ჩიჩუა ქალაქ ოზურგეთში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთასარეაბილიტაციო დღის ცენტრს ეწვია და ცენტრის ბენეფიციარების მონაწილეობით გამართულზეიმს დაესწრო.
ხვალ მაკა ჩიჩუა ხელვაჩაურს ეწვევა.